მილანის "ინტერი" რობერტო მანჩინის გაუშვებს

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობა კლუბის მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინის სეზონის დასრულებისთანავე გაათავისუფლებს.

ინფორმაციას ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, იტალიური გუნდის ხელმძღვანელობამ მანჩინის სეზონის დასაწყისში მიზნად ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა დაუსახა. მილანელებმა სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყეს, თუმცა 27 ტურის შემდეგ მე-5 ადგილზე აღმოჩნდნენ და მესამე ადგილამდე 5 ქულა აშორებთ.

ბოლო 10 შეხვედრაში "ინტერმა" მხოლოდ სამჯერ იმარჯვა, ეს კი კლუბის პრეზიდენტს არ მოსწონს. ამიტომ ახალი სეზონის დაწყებას ახალი მთავარი მწვრთნელით გეგმავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული