"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, გონსალო იგუაინის შესაძენად 80 მლნ ევრო გაიღოს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებისა და იტალიური "ნაპოლის" თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა კარიერა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს. ამის შესახებ Corriere dello Sport-ი იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ინგლისურ კლუბში 28 წლის არგენტინელის მიწვევა ჟოზე მოურინიოს სურს, რომელიც ტრანსფერის განხორციელებაზე "იუნაიტედში" მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში აუცილებლად იზრუნებს. გარიგების ფასი სავარაუდოდ 80 მლნ ევროს შეადგენს.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ იგუაინი არ აპირებს იტალიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას, რომელიც 2018 წლამდეა გათვლილი.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 მატჩში იგუაინმა 25 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული