"ამერიკაში თავს დიდებულად ვგრძნობ და არაა გამორიცხული, რომ კარიერის დასრულების შემდეგ აქ საცხოვრებლად დავრჩე. როგორც მინიმუმ, რამდენიმე წელს აუცილებლად გავატარებ, რადგან ნამდვილ სამოთხეში ვარ.
მშვიდი ადამიანი ვარ და უბრალო ცხოვრება მიყვარს, იტალიაში კი ამის საშუალება დიდი ხანია, არ მქონია. ნიუ იორკში მშვიდად დავდივარ მაღაზიებში, კაფეებში, რესტორნებსა და კინოში - თუ
ეს მართლაც განუმეორებელი შეგრძნებაა და რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც ევროპაში ხდება. მახსოვს, როდესაც "იუვენტუსთან" ერთად ნეაპოლში ჩავდიოდი, თამაშის შემდეგ საათობით გვტოვებდნენ გასახდელში, რადგან ქალაქში გასვლა სახიფათო იყო. ეს იტალიური ცხოვრების წესია, რომელსაც შევეჩვიე, მაგრამ ამ გადასახედიდან, სრული სიგიჟეა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"