მოგეხსენებათ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიელთა წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ რობერტო მარტინესმა თანამდებობა დატოვა. წყაროს ცნობით კი, მის შემცვლელად "ქარაგუმრუკის" მწვრთნელი ანდრეა პირლო განიხილება.
ლეგენდარულმა იტალიელმა თურქული კლუბი გასულ ზაფხულს ჩაიბარა და მისი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. სუპერლიგაში მისი გუნდი 17 მატჩში 5 მოგებითა და 7 წაგებით მე-10 ადგილს იკავებს.
ანდრეა პირლო აჩი არველაძის გუნდის მწვრთნელი გახდება და ვატო არველაძეს დამოძღვრავს
ანდრეა პირლო: "იუვენტუსი" "ბარსელონაზე" ძლიერია, "მანჩესტერ სიტისთან" უფრო გაუჭირდება
"შეხვედრა ლეგენდასთან" - ნიკოლოზ ბასილაშვილი და ანდრეა პირლო