იტალიის თასი. 1/2-ფინალი: "ინტერი" "იუვენტუსთან" პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 მარტს, იტალიის თასის საპასუხო 1/2-ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მილანის "ინტერმა" ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლა.

"ინტერმა", რომელსაც პირველი თამაში 0:3 ჰქონდა წაგებული, საპასუხო ამავე ანგარიშით მოიგო და წყვილში გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო. აქ კი უკეთესად "იუვენტუსი" გაისარჯა - 5:3.

იტალიის თასის ფინალში, რომელიც 11 მაისს გაიმართება, ტურინის "იუვენტუსი" "მილანს" დაუპირისპირდება.

რაც შეეხება უშუალოდ "ინტერი"-"იუვენტუსის" საპასუხო მატჩს, ანგარიში მე-16 წუთზე მარსელო ბროზოვიჩმა გახსნა, შესვენების შემდეგ კი ივან პერიშიჩმა (49) სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. თამაში დამატებით დროში იმავე ბროზოვიჩმა გადაიყვანა, რომელმაც
დუბლი 82-ე წუთზე, ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით მიითვალა.

პენალტების სერიაში მეტოქეებმა 9-იდან 8 დარტყმა ზუსტად შეასრულეს. ერთადერთი, ვინც გატანა ვერ მოახერხა, როდრიგო პალასიოა, რომელმაც ბურთი ხარიხას გაარტყა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული