"სასუოლო" გასულ სეზონშიც კარგად წარმოჩინდა, გუნდის წარმატებების მთავარი შემოქმედი კი ახალგაზრდა მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკოა. ამ უკანასკნელს კლუბთან კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ეწურება და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, მის გახანგრძლივებას არ აპირებს.
დი ფრანჩესკოზე დიდი მოთხოვნაა, არაერთ კლუბს სურს მისი გადაბირება და არცაა გასაკვირი, რომ "სასუოლოსთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. ერთ-ერთი ბოლო ვერსიით, დი ფრანჩესკოს "ლაციო" ეპატიჟება, რომელიც
მოკლედ, დი ფრანჩესკო მიდის, "სასუოლოს" მესვეურები კი მისი შემცვლელის ძიებაში არიან. "გაძეტა დელო სპორტი" საგულისხმო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, "ნერივერდეს" მესვეურებს ფაბიო კანავაროსთან სურთ თანამშრომლობა და მასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ.
იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი კარიერის დასრულების შემდეგ ჩინეთსა და არაბეთში მუშაობდა და არაერთხელ განაცხადა, რომ იტალიაში სურს სამწვრთნელო შესაძლებლობების წარმოჩენა. ვნახოთ, რით დასრულდება მოლაპარაკებები და ვიხილავთ თუ არა კანავაროს სერია A-ში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"