ფრანჩესკო ტოტის ბედი უახლოეს ერთ კვირაში გადაწყდება

AutoSharing Option
იტალიური "რომას" ფორვარდ ფრანჩესკო ტოტის მომავალი უახლოეს 1 კვირის მანძილზე გადაწყდება.

იტალიელი ჟურნალისტების თქმით, ფეხბურთელი ორ შეხვედრას გამართავს, სადაც საკუთარ მომავალს გადაწყვეტს - ტოტი "რომას" პრეზიდენტს ჯეიმს პალოტას გაესაუბრება, რომელიც მზადაა ფეხბურთელს კიდევ 1-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის დასრულების შემდგომაც ფეხბურთელი კლუბში დარჩება და რომელიმე თანამდებობას ჩაიბარებს.

თუმცა მთავარი სიტყვა "რომას" მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტიზეა, რომელიც ტოტის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური დაპირისპირების შემდეგ შეხვდება. იმ შემთხვევაში, თუ სპალეტიმ ტოტის პირდაპირ განუცხადა, რომ მას გუნდის პროექტის ნაწილად არ განიხილავს, რომაელთა კაპიტანი უარს განაცხადებს
კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და კარიერას სეზონის დასრულებისთანავე დაასრულებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
wadi saxshiiiiii
teginter
11:32 07-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული