იტალიის ფეხბურთის ფედერაცია: დიახ, ანტონიო კონტე ევრო 2016-ის შემდეგ წავა

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ ოფიციალურად გამოაცხადა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს თანამდებობიდან წასვლის ვადის შესახებ. პრეზიდენტის თქმით, კონტე იტალიის ნაკრებს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე დატოვებს.

"ევრი 2016-ის შემდეგ კონტე იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტს დატოვებს. ჩვენ გაგებით ვეკიდებით მის სურვილს, იმუშაოს საკლუბო დონეზე", - აქვეყნებს ტავეკიოს ნათქვამს Football Italia.

"სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელი, სავარაუდოდ, რობერტო დონადონი ("ბოლონია") გახდება. ალტერნატიულ ვარიანტად ეუსებიო დი ფრანჩესკო ("სასუოლო") განიხილება. რაც შეეხება კონტეს მომავალს, რომელიც იტალი
ის ნაკრებში 2014 წლიდან მუშაობს, დიდი ალბათობით, ზაფხულში ის ლონდონის "ჩელსის" გაწვრთნის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული