სიმონე ძაძა "იუვენტუსიდან" წასვლას არ აპირებს

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ სიმონე ძაძას "იუვენტუსში" დიდი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მას მაინც ტურინულ გრანდში სურს დარჩენა და ზაფხულში სხვა გუნდის მოძებნას არ აპირებს.

არადა, 24 წლის ფორვარდის გადაბირება არაერთ კლუბს სურს და სურვილის შემთხვევაში, ახალი ნავსაყუდელის მოძებნა არ გაუჭირდება. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიმონეს დარჩენა სურს და ამაზე თავად ისაუბრა:

"მეშინოდა, რომ ანტონიო კონტე იტალიის ნაკრებში არ გამომიძახებდა, რადგან "იუვენტუსში" სათამაშო პრაქტიკა მაკლია. თუმცა "სკუადრა აძურას" მწვრთნელმა გაითვალისწინა, რომ "იუვენტუსში" დიდი კონკურენციაა და გუნდში უმაღლესი დონის ფორვარდები ასპარეზობენ.

სხვა
გუნდში გადასვლა ზამთარშიც შემეძლო, მაგრამ დარჩენა გადავწყვიტე, რადგან მსურს, რომ სწორედ "იუვენტუსში" გამოვავლინო შესაძლებლობები. დიდი სურვილი მაქვს, რომ მომდევნო სეზონშიც "ვეკია სენიორაში" ვითამაშო და მჯერა, რომ ეს ასეც იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული