როგორც Corriere dello Sport-ი იტყობინება, ნეაპოლელთა დირექტორ აურელიო დე ლაურენტისს არგენტინელთან კონტრაქტის გახანგრძლივება 2020 წლამდე სურდა, გამოსასყიდ თანხად კი 100 მილიონი ევრო ჩაწერა, ეს კი იგუაინს არ მოეწონა. ახალი კონტრაქტის მიხედვით, იგუაინი წელიწადში 7,5 მილიონ ევროს მიიღებდა.
წყაროს ცნობით, 28 წლის ფორვარდი იმ შემთხვევაშიც კი, თუ "ნაპოლი" მას უკეთეს კონტრაქტს შესთავაზებს, კლუბისგან ნებისმიერ შემოთავაზებას უარით გაისტუმრებს.
არგენტინელს "ნაპოლისთან" მიმდინარე კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება.