"მილანის" ლეგენდა ჩეზარე მალდინი გარდაიცვალა

AutoSharing Option
"მილანის" ლეგენდა ჩეზარე მალდინის 2 აპრილის ღამეს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"როსონერის" რიგებში მალდინიმ ოთხჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ხოლო 1963 წელს ჩემპიონთა თასის მფლობელი გახდა.

"მილანის" მაისურით ჩატარებულ 412 მატჩში მცველმა სამი გოლის გატანა მოახერხა. იტალიის ნაკრების მაისურით კი 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მალდინი "პარმას", "ფოჯის", "ტერნანისა" და "მილანის" მთავარი მწვრთნელი იყო.

მალდინის ხელმძღვანელობით "მილანმა" 1973 წელს იტალიის თასი და თასების მფლობელთა თასი მოიგო.

გარდა ამისა მალდინიმ სამჯერ მოაგებინა იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი (1992, 1994,
1996). ამის შემდეგ მალდინი იტალიისა და პარაგვაის მთავარ ნაკრებსაც წვრთნიდა.

ჩეზარე მალდინის შვილი პაოლო "მილანისა" და იტალიის ნაკრების ყოფილი მცველია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული