გონსალო იგუაინის წითელი და "ნაპოლის" მარცხი "უდინეზესთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ნაპოლი" "უდინეზესთან" იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში "უდინეზესთან" ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში ბრუნო ფერნანდესმა მე-14 წუთზე პანლტით გახსნა, 10 წუთში კი გათანბრება გონსალო იგუაინმა შეძლო.

ამის შემდეგ "ნაპოლის" კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, რომელიც ფერნანდესმა ამჯერად უკვე ვერ გამოიყენა, თუმცა მანვე 45-ე წუთზე "უდინეზე" წინ გაიყვანა - 2:1.

57-ე უწთზე სირილ ტერეომ მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

აღსანიშნავია, რომ 76-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს გონსალო იგუაინი.

ამ გამარჯვების შემდეგ "უდინეზეს" 34 ქულა გაუხდა და გასავარდნ ზონას მოშორდა, ხოლო "ნაპოლიმ"
"იუვენტუსთან" ქულათა სხავობის შემცირების შანსი ვერ გამოიყენა და პირველადგილოსან ტურინელებს კვლავ 6 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული