სერია A. XXXI ტურის ფაქტები და სტატისტიკა: გონსალოს 100, გოლი და გაძევება

AutoSharing Option
* "სასუოლოს" მატჩების პირველ ტაიმებში 26 გოლი აქვს გატანილი. მხოლოდ "ნაპოლის" (27) და "რომას" (28) აქვთ მეტი.

* მარიო მანჯუკიჩმა სერია A-ში 103-დღიანი პაუზის მერე გაიტანა. აქამდე ბოლო გოლი მას 2015 წლის დეკემბერში "კარპისთვის" ჰქონდა გატანილი.

* "იუვენტუსი" ბოლო 7 საშინაო მატჩია, გოლს არ უშვებს. ერთ ცალკეულ სეზონში ამაზე უკეთესი შედეგი ბოლოს ტურინელებს 1978 წელს ჰქონდათ.

* "უდინეზეს" ბოლო 9 ურთიერთშეხვედრიდან "ნაპოლისთვის" ერთი აქვს მოგებული - 4 ფრე, 4 წაგება.

* გონსალო იგუაინმა სერია A-ში თავის მე-100 შეხვედრაში 65-ე გოლი
გაიტანა. მან იუბილე წითელი ბარათის მიღებითაც "აღნიშნა".

* სტეფან ელ შაარავიმ იტალიის ჩემპიონატში პირველად მოახერხა გოლის თავური დარტყმით გატანა. სერია A-ში მის აქტივში სულ 27 ბურთია.

* 2002 წლის მერე პირველად, "რომამ" ერთ სეზონში "ლაციოსთან" დერბებში 4 ან მეტი გოლი გაიტანა.

* "მილანმა" მიმდინარე სეზონში პირველად წააგო მატჩი, რომელსაც იგებდა. აქამდე "როსონერი" 16-ჯერ იყო წინ და აქედან 13 თამაში მოიგო, 3 კი ფრედ დაასრულა.

* "ჯენოას" უკანასკნელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონატში ჰეთ თრიკი შეასრულა, დიეგო მილიტო გახლდათ. მან ეს 2009 წელს "სამპდორიასთან" დერბიში მოახერხა. ახლა კი სუსომ იყოჩაღა.

* "მილანს" გოლების 45,5% სტანდარტული მდგომარეობების შემდეგ აქვს გაშვებული (33-დან 15). ეს ჩემპიონატში ყველაზე მაღალი მსგავსი მაჩვენებელია.

* 2016 წელს "ტორინოს" ანდრეა ბელოტის სერია A-ში 7 გოლი ქვს გატანილი და მხოლოდ იგუაინს ჩამორჩება. "პიპიტამ" წელს უკვე 14 ბურთი დააგროვა.

* მაურო იკარდის ახლა უკვე 21 სხვადასხვა გუნდის კარში აქვს სერია A-ში გოლი გატანილი.

* მიმდინარე სერია A-ში "ინტერზე" (9) მეტი წითელი ბარათი მხოლოდ "ატალანტას" აქვს მიღებული (12).

* "ტორინოზე" ამ სეზონში იტალიელი ფეხბურთელების ყველაზე მეტი გოლი მოდის - 32. ამ მხრივ, ტურინელებმა "სასუოლოსაც" კი აჯობეს.

* "ტოროს" წაგებულის პოზიციიდან ყველაზე მეტი (17) ქულა აქვს მოგროვილი.

* "ჯენოას" და "სასუოლოს" 2016 წელს 21-21 ქულა აქვთ დაგროვილი. ისინი ამ მხრივ მხოლოდ "იუვენტუსს", "ნაპოლისა" და "რომას" ჩამორჩებიან.

* მას მერე, რაც მოგებაზე გუნდებს 3 ქულა ეწერებათ, არც ერთ გუნდს არ გაუფლანგავს 6-ქულიანი უპირატესობა, რომლითაც სერია A-ში 31 ტურის მერე ლიდერობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული