"ეს ამბავი მილანში მოხდა. ერთხელ გატუზო მთელი ვარჯიშის განმავლობაში იბრაჰიმოვიჩს ტვინს უბურღავდა და აწუხებდა. იტალიელი, პრაქტიკულად, პროვოცირებას უკეთებდა ზლატანს, მაგრამ შვედი პასუხის გაცემას არ აპირებდა, მაგრამ სამაგიერო მერე გადაუხადა.
ვარჯიშის შემდეგ გასახდელში იბრაჰიმოვიჩი და გატუზო ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. ზლატანმა ჯენარო ხელში აიყვანა, გადმოატრიალა და ნაგვის ურნაში ჩააგდო.
ეს უბრალოდ სიგიჟე იყო, ყველას სიცილი აგვიტყდა. გეფიცებით, ერთი კვირა ვიცინოდი ამ ამბის შემდეგ", - თქვა სილვამ.
მომზადებულია football-italia.net-ის