"პალერმომ" შესაძლოა მწვრთნელი სეზონში მეცხრედ შეცვალოს

AutoSharing Option
"პალერმოს" მთავარი მწვრთნელი ვალტერ ნოველინო, რომელმაც გუნდი ერთი თვის წინ ჩაიბარა, შესაძლოა, გაათავისუფლონ.

კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა სპეციალისტის მუშაობით. "პალერმომ" ნოველინოს ხელმძღვანელობით მხოლოდ ერთი ქულა აიღო ოთხ შეხვედრაში. ბოლოს კი რომის "ლაციოსთან" ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

იტალიურ პრესაში ვრცელდება ცნობები, რომ კლუბში შესაძლოა დავიდე ბალარდინი დააბრუნონ, რომელიც გუნდს მიმდინარე სეზონის ნოემბრიდან იანვრამდე უკვე წვრთნიდა.

გამომდინარე აქედან, "პალერმომ" შესაძლოა მეცხრედ შეცვალოს მწვრთნელი მიმდინარე სეზონში.

მომზადებულია Football-italia.net-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
პრეზიდენტი ყოფილა ზაზა ურუშაძე პალერმოში და იგივე მიმართულება აქვს რაც გურიაში
Gari
15:31 12-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული