პირველად "გაძეტა დელო სპორტის" 120-წლიან ისტორიაში

AutoSharing Option
პირველად "გაძეტა დელო სპორტის" 120-წლიან ისტორიაში, გაზეთის ახალი ნომრის ყდა დაეთმო ინგლისურ ფეხბურთს და მთავარ თემად "ლესტერის" წარმატება იყო გამოტანილი. ბუნებრივია, აქცენტი გუნდის იტალიელ თავკაცზე, კლაუდიო რანიერიზე გაკეთდა, მთავარი მესიჯი კი ასეთია: "იტალიური სტილი"...

კლაუდიო რანიერის და მის "ლესტერს" უამრავი გულშემატკივარი გამოუჩნდა მთელ მსოფლიოში და ბუნებრივია, იტალიაშიც. სოციალური ქსელის მეშვეობით, რანიერის მხარდაჭერა გამოუცხადეს ფაბიო კანავარომ, ჩირო ფერარამ, ანტონიო კონტემ, მასიმილიანო ალეგრიმ, ჯანლუიჯი ბუფონმა და სხვა არაერთმა მწვრთნელმა თუ ფეხბურთელმა.

ამასობაში, სულ უფრო აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა, იტალიის ნაკრების მთავარი
მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტე სწორედ კლაუდიო რანიერიმ შეცვალოს. "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ფედერკალჩოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული კანდიდატი სწორედ "ლესტერის" ამჟამინდელი თავკაცია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ra aralogikuri satauria da am 120 wlis manzilze gushindeli statiac rogorc yvela danarcheni iyo italiel mwvrtnelze gaketebuli da arsadariyo mand naxsenebi arc ingliseli da arc aljireli pexburtelebi.tavidan bolomde iyo gamaxvilebuli yuradgeba italiur pexburtze mis momavslze da ranierize.tugindat sityva sityvit gadmogitargmnit racmand ewera
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული