"ნაპოლი", "ვერონა" და "პალერმო" დასაჯეს

AutoSharing Option
სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა 32-ე ტურის მოვლენები განიხილა და რამდენიმე კლუბს სანქციები დაუწესა.

"ნაპოლი"-"ვერონას" შეხვედრაში ორივე გუნდის ულტრასებმა დაარღვიეს ნორმები და შესაბამისად, კლუბებს ფინანსური სანქციები დაეკისრათ.

"ნაპოლის" ტიფოზებმა მოედანზე პეტარდები ისროლეს, ვერონელები კი ანტინეაპოლიტანური შინაარსის სიმღერებს მღეროდნენ. შედეგად, ორივე კლუბი 15 ათასი ევროთი დაჯარიმდა.

უფრო მძიმედ დასაჯეს "პალერმო", რომლის ქომაგებმა "ლაციოსთან" შეხვედრისას მოედანზე პეტარდები ისროლეს და რამდენიმე წუთით თამაში შეწყდა. "პალერმოს" 15 ათასი ევრო დაეკისრა და ამასთან, მომდევნო საშინაო მატჩს ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული