ედინ ჯეკო ზაფხულში "რომას" დატოვებს

AutoSharing Option
იტალიური "რომას" ფორვარდი ედინ ჯეკო სეზონის დასრულებისთანავე, დიდი ალბათობით, რომაულ კლუბს დატოვებს.

როგორც La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, 30 წლის ბოსნიელი ან ინგლისში დაბრუნდება, ან გერმანიაში წავა. ინგლისური გუნდებიდან ბოსნიელით "ვესტ ჰემი" ინტერესდება.

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ "რომამ" "მანჩესტერ სიტისგან" ჯეკო იჯარით შეიძინა და ნაადრევად გამოისყიდა კიდეც 11 მილიონ ევროდ.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 შეხვედრაში ჯეკოს ანგარიშზე 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
8 გოლი 5 საგოლე გადაცემა და 24 ცარიელ კარში გამაზვა
Alex
22:08 20-04-2016
0
8 გოლი 5 საგოლე გადაცემა და 24 ცარიელ კარში გამაზვა
francesco totti
22:07 20-04-2016
0

სიახლეები პოპულარული