სავარაუდოდ, მარიო ბალოტელი კიდევ 1 წლით "მილანში" დარჩება

AutoSharing Option
იტალიური "მილანის" ფორვარდ მარიო ბალოტელის, რომელიც "ლივერპულის" საკუთრებაა და იტალიაში იჯარის წესით იმყოფება, "მილანში" დარჩენა სურს.

როგორც იტალიური Calciomercato იტყობინება, "ლივერპულს" ბალოტელის კლუბში დაბრუნება არ სურს. ამიტომ ბალოტელის და მისი აგენტის პრიორიტეტი "მილანში" დარჩენაა.

ფეხბურთელის აგენტი უკვე შეხვდა გუნდის წარმომადგენლებს და იჯარის 1 წლით გახანგრძლივება სთხოვა. დიდი ალბათობით, მილანელები ამ თხოვნას შეასრულებენ და ბალოტელის კიდევ 1 წლით შეინარჩუნებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული