აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელებს მსგავსი ანგარიშით სერია A-ში 1987 წლის 11 ოქტომბრის შემდეგ არ გაუმარჯვიათ. მაშინ "ნაპოლიმ" 6 უპასუხო გოლი "პესკარას" გაუტანა.
"ბოლონიასთან" მატჩში ჰეთ თრიკის შესრულება დრის მერტენსმა შეძლო, მანოლო გაბიადინიმ დუბლი შეასრულა. ბოლო გოლი დავიდ ლოპესმა შეაგდო.
ნაპოლი-ბოლონია 6:0
გოლები: 1:0 გაბიადინი (10), 2:0 გაბიადინი (35-პენ.), 3:0 მერტენსი (58), 4:0 მერტენსი (80), 5:0 მერტენსი (88), 6:0 დავიდ ლოპესი (90)
ნაპოლი (4
ბოლონია (4-3-3): მირანტე - მბაიე, ოიკონომუ, როსეტინი, კონსტანტი - ბრიგი, დიავარა (83. დონსა), ტაიდერი - ცუნიგა, ჯაკერინი (60. მუნიერი), აკვაფრესკა (60. ფლოკარი)
გაფრთხილება: ალბიოლი - მბაიე, დიავარა
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 16-2 (13-0); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 45 000