39 წლის ფეხბურთელი "რომას", დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს დატოვებს, რადგან კონფლიქტი აქვს გუნდის თავკაც ლუჩანო სპალეტისთან.
ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ სპალეტი დაიმუქრა, თუ ტოტის ხელშეკრულებას გაუგრძელებთ, მე გუნდიდან წავალო.
ტოტი "რომას" აღზრდილია და მთელი კარიერა ამ კლუბში აქვს გატარებული. "იმპერატორს" "რომას" რეკორდი ეკუთვნის, როგორც თამაშების რაოდენობით, ასევე გოლებით.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"