კოსტაკურტა იმ "მილანის" შემადგენელი ნაწილი იყო, რომელმაც წლების განმავლობაში უდიდეს წარმატებებს მიაღწია და რომლისგანაც აჩრდილია დარჩენილი. კოსტაკურტამ "მილანის" დღევანდელი ვითარება შეაფასა და კლუბის საკადრო პოლიტიკა გააკრიტიკა:
"რთულია იმის მშვიდად ყურება, რაც დღეს "მილანში" ხდება და კიდევ უფრო მძიმეა, როდესაც გინდა და ვერაფერს ცვლი. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, როდესაც ფეხბურთელს გუნდის დახმარება სურს, მაგრამ ტრავმა აქვს და თამაშს ტრიბუნიდან ადევნებს თვალს. არც მომწონს
"მილანის" ფეხბურთელი სამაგალითო უნდა იყოს როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა და ჩვენ დროს სწორედ ასე იყო. კასანო, ბალოტელი, მენეზი - ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათი ქცევები "მილანს" არ შეეფერება.
იგივე შემიძლია ვთქვა ბაკაზე, რომელსაც ბოლო შეხვედრაში ნერვებმა უმტყუნა, შეცვლა გააპროტესტა და თანაგუნდელს ხელი არ ჩამოართვა. ჩემთვის მიუღებელია კლუბის საკადრო პოლიტიკაც - გაუგებარია, რატომ არ სჭირდება "მილანს" პაოლო მალდინის სამსახური, რომელიც დაბადებულია იმისთვის, რომ მშობლიური გუნდისთვის დიდი საქმეები აკეთოს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"