აღსანიშნავია, რომ 2 სკუდეტო პიემონტელებს კალჩოპოლის ცნობილი პროცესების შემდეგ ჩამოართვეს - შედეგად, თვითონ ტურინელები თვლიან, რომ ისინი 34-გზის ჩემპიონები არიან.
ზედიზედ 5 საჩემპიონო ტიტული მართლაც ფენომენალური შედეგია და იმ რეკორდის გამეორებაა, რომელიც "იუვენტუსმა" 1931-1935 წლებში დაამყარა - მაშინაც, "იუვემ" მიჯრით 5 სკუდეტო მოიგო. ამ ფორმაციის "იუვენტუსი" ისტორიაში შევიდა და მას შეგვიძლია ვუწოდოთ
მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსის მწვრთნელი): "ოქტომბერში სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ასვლაზე ვოცნებობდით, იანვარში ლიდერებთან მიახლოება გვინდოდა, მარტში მეორე ადგილს ვუმიზნებდით, აპრილში კი ჩემპიონები გავხდით. ფანტასტიკური სეზონია და ულამაზესი ტრიუმფი, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება.
დღეს უკვე თამამად შეგვიძლია, რომ გადავფურცლოთ ოქტომბრის გაზეთები და კარგად ვიხალისოთ იმაზე, რაც მაშინ ხდებოდა. რატომ ჩაგვივარდა სეზონის სტარტი? - ზაფხულში გუნდი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ მაგივრად ახალი მოთამაშეები მოვიდნენ, ასეთ დროს კი ჩავარდნა ლოგიკურია. მთავარია, რომ მალევე დავძლიეთ კრიზისი და ჩემპიონები გავხდით.
უნდა შევაქო "ნაპოლი", რომელსაც შესანიშნავი სეზონი აქვს - სამხრეთელებმა შესაძლოა 82 ქულა დააგროვონ, ეს მარაგი კი ხშირ შემთხვევაში სკუდეტოსთვის საკმარისია. ნამდვილად არავინ ელოდა, რომ ბოლო 25 სეხვედრაში 24-ს მოვიგებდით, მაგრამ ეს მოხდა და "იუვე" ისევ პირველია. მომდევნო სეზონში, აუცილებლად ვიბრძოლებთ ჩემპიონთა ლიგიოს მოგებისთვის, რადგან ეს ჩვენი პრიორიტეტული მიზანია".
ჯუზეპე მაროტა (იუვენტუსის სპორტული დირექტორი): "ჩემპიონატის 5-ჯერ ზედიზედ მოგება გმირობის ტოლფასია და მინდა მადლობა გადავუხადო როგორც მწვრთნელს, ისე თითოეულ ფეხბურთელს. ასევე გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი სეზონია ჩვენთან ერთად არიან. მასიმილიანო ალეგრისთან ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ და მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას იმ კვირაში ვაპირებთ.
კონტრაქტის დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუმცა ერთი დანამდვილებნით შემიძლია გითხრათ: ალეგრი ტურინში დიდ ხანს დარჩება. მჯერა, რომ მომდევნო სეზონში "იუვე" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს".
7-გზის ჩემპიონი
38 წლის ჯანლუიჯი ბუფონი მეშვიდეჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, რაც მართლაც ფენომენალური შედეგია. ასეთი მიღწევა კიდევ სამ ფეხბურთელს აქვს: ალესანდრო კოსტაკურტას და პაოლო მალდინის "მილანიდან", ხოლო ჩირო ფერარას "ნაპოლის" და "იუვენტუსის" მაისურით. მათზე წინ კიდევ სამი ფეხბურთელია: ჯოვანი ფერარი (იუვენტუსი/ინტერი), ჯუზეპე ფურინო (იუვენტუსი) და ვირჯინიო როზეტა (პრო ვერჩელი/იუვენტუსი), რომლებსაც ტოტული 8-ჯერ აქვთ მოგებული. მოკლედ, ბუფონი აქაც რეკორდსმენებშია და რა გასაკვირია, რომ მედიაში მისი კომენტარიც გავრცელდა:"ყველა სკუდეტომ დიდი სიხარული მომანიუჭა, მაგრამ პირველი და ბოლო მაინც განსაკუთრებულია. პირველი იმიტომ, რომ პირველია და ბოლო, იმიტომ, რომ მართლაც საუცხოო ჩემპიონატი გამოვიდა. მაშინაც არ დამიკარგავს იმედი, როდესაც ცხრილში მე-15 ადგილზე ვიყავით და სწორედ ამ რწმენამ მოგვიყვანა დიდ გამარჯვებამდე. შემდეგი გაჩერება ჩემპიონთა ლიგაა, რადგან ეს ტურნირი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ეს ამბიცია რომ არ მქონდეს, კარიერას უკვე დავასრულებდი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"