ლაპარაკია ლუკა ტონიზე, რომელიც 37 წლისაა და როგორც "გაძეტა დელო სპორტს" განუცხადა, "იუვენტუსთან" საშინაო შეხვედრა უკანასკნელი იქნება მის კარიერაში. ამის შესახებ თავად ტონიმ ისაუბრა:
"ეს იყო მტკივნეული გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება. ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია და ამიტომ ვეცდები, ისევ სპორტის უპირველეს სახეობას ვემსახურო. მსურდა, კარიერა ვერონაში, საშინაო კედლებში დამესრულებინა და ამიტომ მირჩევნია,
ეს გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტთან და გუნდის მწვრთნელთან შეთანხმებულია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ კარიერას "ვერონაში" ვასრულებ. მაქვს იდეები სწორედ ამ კლუბთან დაკავშირებით და თუ ამით პრეზიდენტი დაინტერესდება, აქვე დავრჩები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ფეხბურთიდან წასვლას არ ვაპირებ".
ლუკა ტონი საკმაოდ გვიან გაიცნო საფეხბურთო მსოფლიომ - 26 წლის იყო, როდესაც "ბრეშადან" "პალერმოში" გადავიდა და სწორედ იქ წარმოაჩინა საუკეთესო თვისებები. ლუკამ სიცილიურ გუნდში 2 წელი გაატარა, 80 მატჩი გამართა და 50 გოლი შეაგდო, რაც ფენომენალური შედეგია. შემდეგი გაჩერება "ფიორენტინა" იყო, სადაც ტონიმ ასევე ორი სეზონი გაატარა და 47 გოლს მოუყარა თავი.
ფლორენციას მიუნხენის "ბაიერნი" მოჰყვა - გერმანიაში იტალიელმა 2 წელი გაატარა, 60-ჯერ ითამაშა და 38 გოლი შეაგდო. შემდეგ იყო დაღმასვლა და ნაკლებად წარმატებული სეზონები "რომაში", "ჯენოაში", "იუვენტუსში", "ალ ნასრისა" და ისევ "ფიორენტინაში".
ტონის ბოლო გუნდი "ვერონაა", სადაც 2014/15 წლების სეზონში მეორე ახალგაზრდობა გაეხსნა, 22 გოლი შეაგდო და მაურო იკარდისთან ერთად, ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. სულ ტონიმ "ვერონაში" 87 მატჩი ჩაატარა და 47 გოლი შეაგდო, რაც ბრწყინვალე შედეგია.
ტონიმ იტალიის ნაკრებში 2004-09 წლებში ითამაშა - ამ პერიოდში 47 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი შეაგდო. მისი ყველაზე დიდი გამარჯვება სწორედ ეროვნულ ნაკრებს უკავშირდება - 2006 წლის მუნდიალზე ლუკა "სკუადრა აძურასთან" ერთად ჩემპიონი გახდა.
მუნდიალზე ტონიმ ორი გოლი შეაგდო და ორივე უკრაინის კარში - მისგან მეტს ელოდნენ, მაგრამ მთავარია, რომ თავისი აგური დადო დიდ გამარჯვებაში.
ლუკა ტონი ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი - 2005/06 წლებში 31 გოლით და როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2014/15 წლების სეზონში 22 გოლით. აღსანიშნავია, რომ 2006 წელს იტალიელმა "ოქროს ბუცი" მოიგო. მუნდიალის გარდა, ტონის გერმანიის ჩემპიონატი და თასი აქვს მოგებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"