მასიმილიანო ალეგრიმ "იუვენტუსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმიალინო ალეგრიმ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი კონტრაქტის თანახმად, ალეგრი ტურინში 2018 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურინული გუნდის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

ალეგრიმ "იუვენტუსი" 2014 წელს ჩაიბარა. მან ტურინში ანტონიო კონტე ჩაანაცვლა, რომელმაც იტალიის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა. ალეგრის ხელმძღვანელობით "იუვენტუსმა" ზედიზედ ორჯერ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, წინა სეზონში კი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა, სადაც "ბარსელონასთან" ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული