"ტორინოსთან" გამარჯვების შემდეგ "ნაპოლიმ" 79 ქულა მოაგროვა, ეს კი გუნდის რეკორდია. აქამდე ნეაპოლელებმა ორჯერ მოაგროვეს 78 ქულა: 2012/13 და 2013/14 წლების სეზონებში, წელს კი სამხრეთელებს უკვე ერთი ქულით მეტი აქვთ და სავარაუდოდ, მარაგს კიდევ სამით გაზრდიან. ტურინული მატჩის
"თუ ჩავთვლით, რომ მიზანს უკვე მივაღწიეთ, აუცილებლად დავისჯებით. ამიტომ მაქსიმალური ყურადღება და სრული მობილიზება გვმართებს. "ფროზინონე" კარის გაჯახუნებას შეეცდება და ფხიზლად უნდა ვიყოთ. სარეკორდო რაოდენობის ქულა? - ეს ნათელი დასტურია იმის, რომ გუნდი სწორად ვითარდება და დღეს "ნაპოლი" იმაზე ძლიერია, ვიდრე თუნდაც გასულ სეზონში იყო. მართალია, ეს რეკორდი სკუდეტოს არ ეყო, მაგრამ ეს სტიმულია ჩვენთვის, რომ მომდევნო სეზონში კიდევ უკეთესად ვითამაშოთ".
"ტორინოსთან" შეხვედრაში მორიგი გოლი შეაგდო გონსალო იგუაინმა და პირველი ფეხბურთელი გახდა 1958/59 წლების სეზონის შემდეგ, რომელმაც 33 გოლი მოაგროვა. მაშინ ასეთი შედეგი "ინტერის" ფორვარდ ანტონიო ანჯელილოს ჰქონდა. მოკლედ, იგუაინი დაფრინავს და რადგან მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ასე ახლოა, ალბათ, მომდევნო სეზონსაც ნეაპოლში გაატარებს. იგუაინმა მოკლე კომენტარი გააკეთა და შემდეგი განაცხადა:
"არის თუ არა ეს ჩემი საუკეთესო სეზონი? - ალბათ, ასეა, მაგრამ მთავარი მაინც გუნდის ინტერესებია და დაველოდოთ სეზონის დასრულებას. მეორე ადგილი უნდა შევინარჩუნოთ და წარმატებაზე მერე ვილაპარაკოთ. ჩემს მომავალზე ბევრი დაიწერა, მაგრამ აქაც იმავეს ვიტყვი: დაველოდოთ სეზონის დასრულებას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"