მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), სალვატორე სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი), ფედერიკო მარკეტი (ლაციო)
მცველები: დავიდე ასტორი (ფიორენტინა), დანიელე რუგანი (იუვენტუსი), ანდრეა ბარძალი (იუვენტუსი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ანჯელო ოგბონა (ვესტ ჰემი, ინგლისი), მატეო დარმიანი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), მატია დე შილიო (მილანი), დავიდე ძაპაკოსტა (ტორინო)
ნახევარმცველები: მარკო ბენასი (ტორინო), ჯაკომო ბონავენტურა (მილანი), რიკარდო მონტოლივო (მილანი), დანიელე დე როსი (რომა), ალესანდრო ფლორენცი (რომა), ემანუელე ჯაკერინი
თავდამსხმელები: მარტინს ედერი (ინტერი), ჩირო იმობილე (ტორინო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი, ინგლისი), სიმონე ძაძა (იუვენტუსი), ფედერიკო ბერნარდესკი (ფიორენტინა), სტეფან ელ შაარავი (რომა)
მეკარეებიდან განაცხადს მიღმა დარჩნენ ანტონიო მირანტე და მარკო სპორტიელო. მცველებიდან კონტემ ფრანჩესკო აჩერბი, არმანდო იცო, მატია დე სილვესტრი და ლორენცო ტონელი დაიწუნა. ასევე, არ გამოიძახა "ზენიტის" უკანახაზელი დომენიკო კრიშიტო და "მილანის" განაპირა მცველი ინაციო აბატე.
ნახევარმცველებიდან დანილო კატალდი და რობერტო სორიანო დარჩნენ თამაშგარეში. რაც შეეხება თავდასხმას, მწვრთნელმა სტეფანო ოკაკა ჩუკას, ფაბიო ბორინის და ლეონარდო პავოლეტის სამსახურზე თქვა უარი.
კონტეს განაცხადში არ არიან MLS-ში მოასპარეზე ფეხბურთელები: ანდრეა პირლო და სებასტიან ჯოვინკო - შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატს ისინიც გამოტოვებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"