იტალიურმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა "რომას" ფანატს, რომელმაც 2014 წლის იტალიის თასის ფინალური მატჩის წინ "ნაპოლის" გულშემატკივარი მოკლა. მოსამართლემ დანიელე დე სანტისს 26 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ტრაგედია 2014 წლის 3 მაისს, იტალიის თასის ფინალური მატჩის წინ მოხდა, რომელშიც ერთმანეთს "ნაპოლი" და "ფიორენტინა" დაუპირისპირდნენ (3:1). მაშინ რომში მეტოქე გუნდების ულტრასებს შორის მასობრივი შეტაკებები მოხდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაღუპული ჩირო ესპოზიტო არეულობებში არ მონაწილეობდა, თუმცა დე სანტისმა მას ზურგში მაინც ესროლა.
"ნაპოლის" გულშემატკივარმა საავადმყოფოში 53 დღე გაატარა, გადაიტანა რამდენიმე