აზიელმა ინვესტორებმა მილანური კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინეს.
Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის, ჯანლუკი დი მარციოს ინფორმაციით კი, საუბარია აქციათა 68.55 პროცენტზე.
ხოლო რაც შეეხება ერიკ ტოჰირს, ის კლუბის პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს.
ჩინეთში Suning Group-ი არასამთავრობო კომპანიათა შორის სიდიდით სამეულში შედის.
კომპანიის წლიური შემოსავლები 50 მილიარდ დოლარს აღწევს. გარდა ამისა, კომპანია ჩინურ კლუბ "ცზიანსუ სუნინს" ფლობს.