ჩინურმა ჰოლდინგმა "ინტერის" აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" პრესსამსახურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ჩინურ ჰოლდინგთან, Suning Group-თან თანამშრომლობის დაწყებასთან დაკავშირებით იუწყება.

აზიელმა ინვესტორებმა მილანური კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინეს.

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის, ჯანლუკი დი მარციოს ინფორმაციით კი, საუბარია აქციათა 68.55 პროცენტზე.

ხოლო რაც შეეხება ერიკ ტოჰირს, ის კლუბის პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს.

ჩინეთში Suning Group-ი არასამთავრობო კომპანიათა შორის სიდიდით სამეულში შედის.

კომპანიის წლიური შემოსავლები 50 მილიარდ დოლარს აღწევს. გარდა ამისა, კომპანია ჩინურ კლუბ "ცზიანსუ სუნინს" ფლობს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბერლუსკონეზე შური უნდათ რომ იძიონ
Akaki
01:52 07-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული