როგორც ტურინელთა ოფიციალური საიტი იტყობინება, პიანიჩმა სამედიცინო შემოწმება გუშინ გაიარა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იტალიის ჩემპიონებს ბოსნიელი ნახევარმცველი 32 მილიონი ევრო დაუჯდათ.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელისადმი ინტერესს ასევე "მანჩესტერ იუნაიტედი", ლონდონის "ჩელსი" და მიუნხენის "ბაიერნი" იჩენდნენ.