"მილანი" გაიყიდა - ჩინელები კლუბში 1.1 მლრდ ევროს ინვესტიციას დებენ

AutoSharing Option
"მილანის" პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ დაადასტურა ინფორმაცია კლუბის ჩინელ ინვესტორებზე გაყიდვის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ბერლუსკონიმ "მილანი" 1986 წელს იყიდა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო 5 ივლისს ბერლუსკონიმ კლუბი ჩინელ ინვესტორებს 400 მლნ ევროდ მიჰყიდა.

ჩინელების საერთო ინვესტიცია კლუბში 1.1 მილიარდ ევროს შეადგენს. აქედან 450-500 მლნ ევრო - კლუბის აქციათია 80 პროცენტის სანაცვლოდ, 200 მლნ - ვალების დასაფარად, ხოლო 400 მლნ - კლუბის განვითარებისთვის.

"ბოლო წლების განმავლობაში კლუბის მართვას ვერ ვუმკლავდებოდი. ახლა კი მნიშვნელოვანი არჩევანი გავაკეთე. მსურს "მილანი"
ისეთ ადამიანებს გადავცე, რომლებიც მას მწვერვალზე დააბრუნებენ. მივყიდე გუნდი მათ, ვინც მას ძველ დიდებას დაუბრუნებს", - თქვა ბერლუსკონიმ.

შეგახსენებთ, რომ 2015/16 წლების სეზონში "მილანმა" სერია A-ში მე-7 ადგილი დაიკავა და ზედიზედ მესამე სეზონი დარჩა ევროთასებს მიღმა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია ეხლა მაინც ეშველება მილანს და დაიბრუნებს ძველ დიდებას
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული