ითქვა ისიც, რომ სილვიო ბერლუსკონიმ უკვე განაცხადა თანხმობა კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტის, 80%-ის გაყიდვაზე, დანარჩენი კი ფორმალობაა და დროის ამბავი.
პრესაში სხვადასხვაგვარი ცნობა ვრცელდება ჩინელი ინვესტორების მილანური გეგმების შესახებ, თუმცა ერთში ყველა თანხმდება - კლუბის ახალი მფლობელები სატრანსფერო ბაზარზე კოლოსალურ თანხებს დახარჯავენ. ერთი ვერსიით, "მილანი" ტრანსფერებში ორი წლის განმავლობაში 500 მილიონ ევროს დახარჯავს, მეორე ვერსიით, უახლოეს ერთ წელიწადში "მილანში" 1
ისიც კი ითქვა, რომ იტალიური გრანდის ახალი მესვეურები გარეთ ბეილის გადაბირებას შეეცდებიან და მასში 205 მილიონ ევროს შესთავაზებენ "რეალს". ეს ბოლო ცნობა უფრო ჭორს ჰგავს, ვიდრე რეალობას, მაგრამ ფაქტია, რომ "მილანში" დიდი ცვლილებები იგეგმება და საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები...
23 მილიონი პიაცას სანაცვლოდ
თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ხორვატიის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი მარკო პიაცა კარიერას "მილანში" გააგრძელებს. პიაცას გადაბირებით "ინტერი" და "იუვენტუსი" იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ "მილანმა" ყველაზე მეტად მოინდომა და მიზანთან ძალიან ახლოა. "იუვემ" მარკოს სანაცვლოდ ზაგრების "დინამოს" 18 მილიონი ევრო შესთავაზა, საპასუხოდ კი ხორვატიის დედაქალაქში "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ჩავიდა და ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 5 მილიონით მეტი გაიმეტა.
ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, უახლოეს დღეებში, პიაცა მილანში ჩავა და კონტრაქტიც გაფორმდება.
საკი ჯერ ვერ იჯერებს
ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი არიგო საკი ჯერ კიდევ ვერ იჯერებს, რომ სილვიო ბერლუსკონი "მილანის" აქციათა საკონტროლო პაკეტს გაყიდის და კლუბი უცხოელების ხელში გადავა. 79 წლის საფეხბურთო მოღვაწემ ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა...- "მილანს" დიდი ხანია კრიზისი აქვს და ალბათ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ბერლუსკონიმ კლუბის გაყიდვა...
- ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ სილვიო "მილანს" გაყიდის. ეს კლუბი მისი ცხოვრების ნაწილია და სწორედ ამიტომ ვერ ელევა ამდენი ხანია. როდესაც ხელშეკრულებას ხელი მოეწერება და "მილანს" ახალი მფლობელი ოფიციალურად ეყოლება, ამას მხოლოდ შემდეგ დავიჯერებ.
- როგორ ფიქრობთ, ამ 30 წელიწადში, რაც ბერლუსკონი "მილანის" მფლობელია, ძალიან შეიცვალა?
- მას ისევე უყვარს "მილანი", როგორც 30 წლის წინ უყვარდა და ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა. თუმცა, დროს თავისი მიაქვს და სილვიოს გაუჭირდა თანამედროვე ფეხბურთისთვის ფეხის აწყობა. 90-იან წლებში ჩვენი "მილანი" 20 წლით უსწრებდა დროს, დღევანდელი "მილანი" კი წარსულშია ჩარჩენილი. ამაშია განსხვავება და ეს ესმის თავად ბერლუსკონისაც. და მაინც, თუ ის კლუბს დატოვებს, ძალიან დაგვაკლდება.
- ბერლუსკონის ყოველთვის მოსწონდა ფეხბურთელები, რომლებსაც მარტოს შეუძლიათ თამაშის მოგება, თქვენ კი უფრო გუნდურ ფეხბურთს ანიჭებთ უპირატესობას. როგორ უგებდით ერთმანეთს?
- ეს ორი მიდგომა სულაც არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. მეც მომწონს ფეხბურთელები, რომლებსაც მარტოს შეუძლიათ მატჩის მოგება, მაგრამ ისინი უნდა ჯდებოდნენ გუნდის მონახაზში. ბერლუსკონისგან ბევრი რამ ვისწავლე და მისი ყოველთვის მადლობელი ვიქნები. ბოლო დროს, ხშირად ვეღარ ვნახულობ, მაგრამ იყო დრო, როდესაც საათობით ვისხედით და ვლაპარაკობდით ფეხბურთზე.
- რამე სახალისო ისტორიას ხომ არ გაიხსენებთ ბერლუსკონისთან დაკავშირებით?
- ჩემპიონთა თასის ფინალში ბუქარესტის "სტიაუასთან" უნდა გვეთამაშა, ბარსელონაში კი ჩვენ საქომაგოდ უამრავი გულშემატკივარი ჩამოვიდა. თამაშის წინ ძალიან ვღელავდი, ბერლუსკონი კი მომიახლოვდა და დამამშვიდა: "ეს წუთია, ლოცვა დავასრულე, ღმერთს ვუთხარი, რომ რუმინელები კომუნისტები არიან და მისი არ სწამთ. გამორიცხულია, რომ მაგათ მოაგებინოს".
- და ამ ყველაფრის შემდეგ ის კლუბს უცხოელებს უთმობს...
- სანამ ხელშეკრულება არ გაფორმდება, იქამდე ვერ დავიჯერებ. და თუ მაინც გაყიდა "მილანი", ე.ი. დარწმუნდა, რომ კლუბისთვის, რომელსაც თავის შვილს ეძახის, ასეა უკეთესი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"