გონსალო იგუაინმა ჩინური კლუბის მიერ შეთავაზებულ ზღაპრულ ხელფასზე უარი თქვა

AutoSharing Option
იტალიური "ნაპოლის" არგენტინელმა თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა უარი შეუთვალა ჩინურ კლუბ "ჰებეი ჩაინა ფორჩუნს", რომელიც ხელფასად 50 მლნ ევროს სთავაზობდა. ამის შესახებ Marca იუწყება.

წყაროს ცნობით, არგენტინელმა ფეხბურთელმა უარის მიზეზად ის დაასახელა, რომ კვლავაც კონკურენტულ ლიგაში თამაში სურს.

საგულისხმოა, რომ ჩინელთა წინადადებაზე დათანხმების შემთხვევაში, იგუაინი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდებოდა და ამ მხრივ უკან ჩამოიტოვებდა კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის.

არგენტინის ნაკრების 28 წლის ფორვარდი "ნაპოლის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს, სადაც მადრიდის "რეალიდან" გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული