ბუფონი ახლა შვებულებაშია და მშობლიურ იტალიაში პიზასთან ახლოს, მარინა დი მასაში ისვენებს.
ამ ფოტოზე ბუფონი ადგილობრივ ბიჭებთან ერთად საფეხბურთო მატჩის დროსაა გადაღებული. როგორია, როცა შენს კარს თვით ბუფონი იცავს!
ჯანლუიჯი, რომელსაც 20-წლიანი კარიერა უმაგრებს ზურგს, შემდეგ თვეში შეუერთდება "იუვენტუსს" და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.