სატრანსფერო პოლიტიკა
10-ბალიანი შკალით, "იუვენტუსის" სატრანსფერო პოლიტიკას 8 ბალით შევაფასებდი. კლუბის მესვეურები ძალიან კარგად მუშაობენ და ყოველთვის ის ფეხბურთელები მოჰყავთ, რომლებიც აძლიერებენ გუნდს. თუ დააკვირდებით, ბოლო წლებში ჯერ ისეთი ფეხბურთელი არ გვიყიდია, რომელსაც ჩაეგდოს სეზონი. ამ ზაფხულს უკვე გადმოვიბირეთ მეჰდი ბენატია, დანი ალვეში და მირალემ პიანიჩი, რომლებზეც დიდ იმედებს ვამყარებთ. "იუვენტუსის"
ბენატია
მეჰდი ბენატიას სახით, ძალიან ძლიერი მცველი დავიმატეთ, რომელსაც იტალიაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. ბენატია შესანიშნავი იყო "უდინეზესა" და "რომაში" და გვჯერა, რომ "იუვენტუსშიც" კარგად წარმოაჩენს თავს. ეს კიდევ უფრო გაზრდის კონკურენციას დაცვის ხაზში, სადაც გვყავს ბარძალი, ბონუჩი, კიელინი და რუგანი. თითოეული ეს ფეხბურთელი ჩვენთვის ძვირფასია და თითოეულ მათგანს მიეცემა თამაშის საშუალება. თუ გვსურს, რომ ყველა ფრონტზე უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძოლოთ, გუნდში დიდი კონკურენცია უნდა იყოს.პოგბა
პოლ პოგბას ტრანსფერზე ბევრი დაიწერა და კიდევ უფრო მეტი ითქვა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ის ჩვენთან დარჩება და "იუვენტუსში" გააგრძელებს კარიერას. მართალია, პოგბას მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ეპატიჟებიან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს "იუვენტუსი" ევროპის 4 უძლიერეს გუნდში შედის. ჩვენ ყველა ტურნირზე უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძვით, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაზე და ამიტომ წასვლის მსურველი ფეხბურთელი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს. ვიცი, რომ პოლს ტურინში ყველაფერი მოსწონს და ამიტომ მისი წასვლის შანსი ძალიან მცირეა. ზოგადად, "იუვენტუსი" არაა დონორი კლუბი, რომელიც მუდმივად ყიდის წამყვან ფეხბურთელებს და ამით ფულს შოულობს. პირიქით, ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო ფეხბურთელებმა სწორედ "იუვენტუსში" ითამაშონ.
იგუაინი
პრესაში ბევრი იწერება გონსალო იგუაინის "იუვენტუსში" გადმოსვლის შესახებ, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს რეალური იყოს. ჯერ ერთი, "ნაპოლი" არ მოისურვებს ლიდერის კონკურენტში გაყიდვას და მეორე, მისი სატრანსფერო თანხაა არარეალურად მაღალი. ზოგადად, იგუაინი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია და მის გუნდში ყოლას ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა, მათ შორის, მეც. ალვარო მორატას წასვლის შემდეგ ახალი ფორვარდის მოყვანა დღის წესრიგშია, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ფორვარდი იგუაინი არ იქნება.სკუდეტო და კონკურენტები
ბევრი თვლის, რომ ჩვენი მთავარი მოტივაცია ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და სკუდეტო ნაკლებად გვაინტერესებს, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არაა. პირველად გვაქვს იმის შანსი, რომ ზედიზედ მეექვსედ მოვიგოთ სკუდეტო და "იუვენტუსის" ისტორიაში, ერთი დიდი ფურცელი ჩავწეროთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს მისია შევასრულოთ და გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გავახაროთ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ სკუდეტო ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ჩემპიონთა ლიგა.
ვფიქრობ, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში კონკურენციას "ნაპოლი", "რომა" და "ინტერი" გაგვიწევენ. სატრანსფერო ბაზარზე სამივე გუნდი აქტიურობს, რაც მისასალმებელია, რადგან მძაფრი კონკურენცია "იუვენტუსისთვის" საჭიროა. ლუჩანო სპალეტის ხელში, "რომა" გაცილებით უფრო ძლიერია და ვფიქრობ, რომ დედაქალაქელები სწორედ სკუდეტოს დაუმიზნებენ. მომწონს "ნაპოლის" სატრანსფერო პოლიტიკა და ვფიქრობ, რომ ეს გუნდიც წარმატებით იასპარეზებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"