ამ თემაზე კომენტარი იკარდის მეუღლემ და ამავდროულად, პირადმა აგენტმა ვანდამ გააკეთა და განაცხადა, რომ მაურო ინტერესით განიხილავდა ყველა შეთავაზებას. მოკლედ, იკარდის წასვლის შანსები ძვირად ფასობდა, მაგრამ ამ თემაზე კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა და განაცხადა, რომ სურს მილანში კიდევ დიდხანს დარჩეს:
"მე "ინტერის" ფანი ვარ, ეს ჩემი კლუბია და მსურს, აქ რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე. მილანში ბედნიერი ვარ
მილანში ბედნიერი ვარ და არსად წასვლა არ მსურს. ვფიქრობ, ახალ სეზონში ჩვენ შეგვიძლია არათუ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა, არამედ სკუდეტოს მოგება. მართალია, "იუვენტუსი" ძალიან ძლიერია, მაგრამ სწორი მუშაობით და მაქსიმალური მონდომებით, ჩემპიონატის პირველ ადგილზე დასრულება შესაძლებელია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"