"ნაპოლიმ" მიზნად მაურო იკარდის შეძენა დაისახა

AutoSharing Option
იტალიური "ნაპოლი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ინტერის" 23 წლის ფორვარდ მაურო იკარდის შეძენას გეგმავს.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, "ნაპოლის" ხელმძღვანელობა უკვე შეხვდა იკარდის აგენტს და მოლაპარაკებებიც გამართა. ნეაპოლელები იკარდის 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, ხელფასის სახით კი არგენტინელი წლიურად 5-6 მლნ ევროს მიიღებს.

თუ მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს, იკარდის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 100 მლნ ევრო ჩაიწერება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული