კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ექიმების შიში გამართლდა, ჯვარედინი მყესის გაწყვეტა დადასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი მინიმუმ 4 თვეს და სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტს დაისვენებს. მოკლედ, მარიო რუის, პრაქტიკულად, ნახევარი სეზონის გამოტოვება მოუწევს და დიდი ალბათობით, "რომას" მესვეურები კიდევ ერთი მცველის დამატებას შეეცდებიან.
ამასობაში, ჟურნალისტებს
"თუ მხოლოდ შემადგენლობებს შევხედავთ, მაშინ "იუვენტუსი" ყველაზე ძლიერია, მაგრამ ფეხბურთში კიდევ ბევრი კომპონენტია, რომლებიც შედეგს განსაზღვრავს.
გასულ სეზონში, ჩვენთვის ყველაზე უხერხული მეტოქე "ვერონა" იყო, არადა, ეს გუნდი გავარდა და შემადგენლობით ჩვენზე ბევრად სუსტი იყო. მოკლედ, მთავარია, ერთ მუშტად შევიკრათ, ჩემპიონატში კარგი სტარტი ავიღოთ და შემდეგ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მირალემ პიანიჩის სახით, უძლიერესი ნახევარმცველი დაგვაკლდა და თანაც, ის უშუალო კონკურენტში გადავიდა.
ზოგადად, "იუვე" სერიოზულად გაძლიერდა, მაგრამ ჩვენც გვექნება ჩვენი კოზირები და ტურინული გრანდის არ გვეშინია. თუმცა, სანამ სერია A აიღებს სტარტს, იქამდე ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში უნდა მოვხვდეთ და სწორედ ეს არის ჩვენი უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ამოცანა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"