29 წლის შემტევმა ნახევარმცველმა "ტვიტერში" მოკლე, მაგრამ მრავლისმთქმელი კომენტარი გააკეთა: "მე თითქმის "ინტერის" ფეხბურთელი ვარ".
"გაზეტა დელო სპორტის" მტკიცებით, "ინტერს" და "ლაციოს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. კანდრევას სანაცვლოდ, რომაული კლუბი 21 მილიონ ევროს მიიღებს და კიდევ 4 მილიონი შესაძლოა ბონუსების სახით გამოიმუშავოს. თავად ფეხბურთელი ახალ კლუბთან 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის განმავლობაში სეზონურად 2,7 მილიონ ევროს მიიღებს.
აქვე ვთქვათ, რომ სერია A-ს გასულ გათამაშებაში კანდრევამ 30 მატჩი გამართა, 10 გოლი შეაგდო
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"