გულშემატკივრები ყველაფერს "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს აბრალებენ, რომელიც მათი აზრით, არცთუ ძალიან იყო დაინტერესებული 28 წლის არგენტინელი ფორვარდის შენარჩუნებით.
ულტრასებმა ნეაპოლში, სხვადასხვა ადგილებზე, ლაურენტისის შეურაცხმყოფელი ბანერები გამოფინეს. ზოგიერთ მათგანზე პრეზიდენტზე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარებიც იკითხებოდა. პოლიციამ ამ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს გასულ გათამაშებაში იგუაინმა 36 გოლი შეაგდო და არათუ ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა, ყველა დროის რეკორდი დაამხო. ფეხბურთელი ახლახან "იუვენტუსში" "ნაპოლიდან"