ტურინის "იუვენტუსში" ხამეს როდრიგესის გადაბირებაზე ფიქრობენ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის ხამეს როდრიგესის გუნდში მიწვევა სურს. ამის შესახებ Calciomercato იუწყება.

წყაროს ცნობით, იტალიურ გრანდში ვარაუდობენ, რომ 25 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი კარგად შეეწყობა გუნდის თავდამსხმელ გონსალო იგუაინს და მზად არიან, გამოისყიდონ მისი სატრანსფერო ფურცელი.

მანამდე ესპანურ მედიაში იწერებოდა, რომ "რეალი" მზად იყო, როდრიგესის გაყიდვის თაობაზე წინადადებები განეხილა, რადგან გუნდის თავკაცი ზინედინ ზიდანი არცთუ მთლად კმაყოფილია ამ ფეხბურთელის სათამაშო ფორმით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული