"რომას" ხუან იტურბე არ სჭირდება

AutoSharing Option
"რომას" ნახევარმცველმა ხუან იტურბემ, რომელსაც "გლადიატორების" რიგებში კარიერა წარმატებულად არ მისდის, შესაძლოა, ლა ლიგაში ამოჰყოს თავი. 23 წლის არგენტინელით "მალაგა" და "ვილიარეალი" არიან დაინტერესებულები.

ესპანური კლუბები მზად არიან, იტურბე ინათხოვრონ, გამოსყიდვის პერსპექტივით, რა შემთხვევაშიც მისი ფასი 15 მილიონი ევრო იქნება.

როგორც იცით, წინა სეზონის მეორე ნახევარში იტურბე ინგლისურ "ბორნმუთში" გახლდათ განათხოვრებული, მაგრამ მინდორზე მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული