"რომა" დანიელე დე როსის კონტრაქტის გახანგრძლივებას ხელფასის შემცირებით სთავაზობს

AutoSharing Option
"რომას" ხელმძღვანელობამ ნახევარმცველ დანიელე დე როსის კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება შესთავაზა - 2018 წლის ზაფხულამდე, ოღონდ, შემცირებული ანაზღაურებით. ამის შესახებ Corriere dello Sport-ი იუწყება.

რომაული კლუბის ხელმძღვანელობა, მთლიანობაში, კმაყოფილია 33 წლის ფეხბურთელის თამაშით და აქედანვე ზრუნავს მის შენარჩუნებაზე. დე როსის კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და თუკი წინადადებას დათანხმდება, მისი ხელფასი, ახალი კონტრაქტით, 6,5 მლნ ევროდან 4 მლნ-მდე შემცირდება.

აღსანიშნავია, რომ დე როსი ამერიკულ "მეიჯორ ლიგაში" თამაშის ვარიანტსაც განიხილავს და სავარაუდოდ, "რომასთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ იჩქარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული