29 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი ახლა "მონაკოში" ირიცხება. საგრაფოში წინააღმდეგები არ არიან, მას მწვანე შუქი აუნთონ იტალიისკენ მიმავალ გზაზე, რომელზეც ის ამ ზაფხულს უკვე იდგა. სატრანსფერო კამპანია ახალი დაწყებული იყო, როცა აქტიურად განიხილებოდა მოუტინიოს გადასვლა "მილანსა" და "ნაპოლიში"...
მეტსაც გეტყვით - asromalive.it-ის ინფორმაციით, "მონაკოდან" პირადად ლუჩანო სპალეტის დაუკავშირდნენ და მოუტინიოს წაყვანა
ცხადია, ამ საკითხს მხოლოდ მწვრთნელი ვერ გადაწყვეტს და თან ისეც არ არის საქმე, სპალეტი მაინცდამაინც მოუტინიოზე იყოს გადარეული. ასეც და ისეც, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დასრულდება "რომა"-"პორტუს" დღევანდელი საპასუხო მატჩი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში. თუ სპალეტის "მგლები" ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება, შესაბამისად, გაჩნდება ახალი ფეხბურთელის საყიდელი ფულიც.
მაგრამ სპალეტის უფრო მეტი სიმპათია აქვს ბორხა ვალეროს მიმართ და მისი აყვანის იმედიც ჯერ არ დაუკარგავს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ არის დრო...
გიორგი ნინიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"