ორი უნდა წავიდეს, გაბიგოლი ახლოსაა
შავ სიაში მოხვდა თურქი ჯანერ ერქინი, რომელიც "ფენერბაჰჩეს" შესთავაზეს, თუმცა ამ უკანასკნელმა 27 წლის ერქინისგან, ვისაც თავისი ქვეყნის ნაკრებში 47 მატჩი (2 გოლი) აქვს ჩატარებული, თავი შორს დაიჭირა. ახლა ფიქრობენ, რომ მარცხენა მცველი იქნებ "ჯენოაში" გაანათხოვრონ. კიდევ უფრო გაურკვეველია სტევან იოვეტიჩის მომავალი. აქ სიტუაციას
რაც შეეხება სავარაუდო მომსვლელს, ეს არის გაბრიელ ბარბოზა, იგივე "გაბიგოლი", რომელსაც დიდი ხანია "ინტერთან" აკავშირებენ, მაგრამ ცნობილია, რომ "სანტოსის" 20 წლის ფორვარდისთვის "იუვენტუსიც" იბრძვის.
როგორც ამბობენ, ბრაზილიური კლუბის ხელმძღვანელობა უპირატესობას "ინტერს" ანიჭებს. მიზეზი მარტივია - მილანელთა შეთავაზება გაცილებით სარფიანია. "სანტოსიც" კმაყოფილია 25 მილიონი ევროთი და ფეხბურთელიც აღფრთოვანებულია პერსონალური კონტრაქტის პირობებით - წლიური 3.5 მილიონი ევრო.
თავისას ცდილობს "იუვენტუსიც". "ბიანკონერის" მესვეურები მოლაპარაკებას მართავენ სააგენტო "დოიენ სპორტთან", რომელიც "გაბიგოლზე" სატრანსფერო უფლების 20 პროცენტს აკონტროლებს. "ინტერი" კი პირდაპირ ფეხბურთელის აგენტს, ცნობილ მენეჯერ კია ჯურაბჩიანს ელაპარაკება...
შეხვედრა უფროსებთან
ამასობაში, "ინტერის" თავკაცებმა ფრანკ დე ბური შეხვედრაზე დაიბარეს და პერსპექტივებზე ესაუბრნენ, მაგრამ რაკი ეს მოხდა "კიევოსთან" პირველი ტურში დამარცხების (0:2) შემდეგ, ეჭვგარეშეა, ხავიერ ძანეტისთან (ვიცე-პრეზიდენტი), ჯოვანი გარდინისთან (გენერალური დირექტორი) და პიერო აუზილიოსთან (სპორტული დირექტორი) საუბრისას დე ბურს მარცხის მიზეზებსაც გამოჰკითხავდნენ.უკვე ვიცით, რაზეც სწუხს ჰოლანდიელი - ფეხბურთელების უმეტესობა ფიზიკურად ვერ არის სათანადო დონეზე, რითიც ის კენჭს რობერტო მანჩინის ბოსტანში ისვრის. თუმცა გახსოვთ, ალბათ, გუშინაც ვწერდით, რომ "ინტერის" ზოგიერთი ფეხბურთელის აზრით, პრობლემის თავი და თავი უდროოდ და უადგილოდ დაგეგმილი ამერიკული ტურნეა, რამაც გუნდს ვერანაირი სპორტული სარგებელი ვერ მოუტანა.
გიორგი ნინიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"