"პორტოსთან" მიღებული წითელი ბარათის გამო დე როსის "რომას" კაპიტნის სამკლავური ჩამოერთვა

AutoSharing Option
გუშინ, 28 აგვისტოს, სერია A-ს მეორე ტურში "კალიარისთან" გამართულ შეხვედრაში (2:2), "რომას" დანიელე დე როსის ნაცვლად, ალესანდრო ფლორენსიმ უკაპიტნა. დე როსის თამაში არ გამოუტოვებია, ის რომაელთა ძირითად შემადგენლობაში იყო.

საქმე იმაშია, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში პორტუგალიურ "პორტოსთან" მიღებული წითელი ბარათის გამო "რომას" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ დე როსის დასჯა გადაწყვიტა და ამიტომ მას კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა.

შეგახსენებთ, რომ "პორტოსთან" "რომა" საკუთარ მოედანზე ანგარიშით 0:3 განადგურდა და მომავალ წელს ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.

"ეს სამწუხარო მომენტი იყო, მაგრამ დე
როსიმ ყველაფერი სწორად გაიგო. მიღებული გადაწყვეტილება ჯერ თავად დე როსის ვაცნობე, შემდეგ - სხვა ფეხბურთელებს. ყველა ფეხბურთელმა შეცდომებზე პასუხი უნდა აგოს", - განაცხადა სპალეტიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული