იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს

AutoSharing Option
იტალიისა და გერმანიის ეროვნული ნაკრებები ამ შემოდგომით ამხანაგური შეხვედრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ "სკუადრა აძურას" ოფიციალური "თვითერი" იუწყება.

შეხვედრა 15 ნოემბერს მილანში, სტადიონ "სან სიროზე" ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და გერმანიის ნაკრებები ბოლოს ერთმანეთს გასულ ზაფხულს, საფრანგეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, დამატებით ტაიმებში ანგარიში არ შეცვლილა, პენალტების სერიაში კი გამარჯვება გერმანელებს დარჩათ - 6:5.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული