Football Italia-ს ცნობით, სპალეტის მეუღლე თამარას მშობლები ერთ დღეს, 9 სექტემბერს გარდაიცვალნენ. პარასკევს დღისით გულის შეტევით პიერო გარდაიცვალა, საღამოს კი მისი მეუღლე ჯოვანი. ლუჩანო და ჯოვანი ქორწინებაში ნახევარ საუკენეზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ.
ლუჩანო სპალეტი რომში დღეს უნდა დაბრუნდეს, რათა პრესკონფერენციაში მიიღოს მონაწილეობა, "რომა"-"სამპდორიას" შეხვედრა კი 11 სექტემბერს გაიმართება.