ლუჩანო სპალეტიმ სიმამრისა და სიდედრის ერთ დღეს გარდაცვალების გამო "რომას" ვარჯიში გააცდინა

AutoSharing Option
"რომას" მთავარი მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ, "სამპდორიასთან" იტალიის სერია A-ს III ტურის შეხვედრის წინ გუნდი ვერ ავარჯიშა. ამის მიზეზი სპეციალისტის სიმამრისა და სიდედრის ერთ დღეს გარდაცვალება გახდა.

Football Italia-ს ცნობით, სპალეტის მეუღლე თამარას მშობლები ერთ დღეს, 9 სექტემბერს გარდაიცვალნენ. პარასკევს დღისით გულის შეტევით პიერო გარდაიცვალა, საღამოს კი მისი მეუღლე ჯოვანი. ლუჩანო და ჯოვანი ქორწინებაში ნახევარ საუკენეზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ.

ლუჩანო სპალეტი რომში დღეს უნდა დაბრუნდეს, რათა პრესკონფერენციაში მიიღოს მონაწილეობა, "რომა"-"სამპდორიას" შეხვედრა კი 11 სექტემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სპალეტის ტუზი დაცემია თავზე... აბა ჩემები კი არიან ჯანზე... ბედი უნდა კველაფერს.
ostap bender
15:21 10-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული